By continuing your navigation on this website, you accept the use of cookies for statistical purposes.

GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - main
GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 1GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 2GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 3GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 4GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 5GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 6GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 7GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 8GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 9GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 10GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 11GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 12GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 13GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 14GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 15GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 16GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 17GRB3 - Nothing, Nothing | TOYSOP RECORDS (TS-001LP) - 18

GRB3

Nothing, Nothing

TOYSOP RECORDS (TS-001LP)

1x Vinyl LP

Release date: May 2, 2023, Georgia

GRB3-ის იდეა დაიბადა როდესაც თბილისის ფსიქოდელიური სცენის ვეტერანებმა ლევან ჯავახიშვილმა და გოგი ძოძუაშვილმა გადაწყვიტეს შეექმნათ ახალი იმპროვიზაციული პროექტი ჩასაბერი ინსტრუმენტების მონაწილეობით. დაუკავშირდნენ დიდი ხნის მეგობარს ავთო გიგინეიშვილს და ახალი ჯგუფი მალევე საქმეს შეუდგა. GRB3-ის ჟღერადობა თავისუფალია, ღია და გარკვეულწილად ავანგარდული.

სადებიუტო ალბომი “Nothing, Nothing”, რომელიც ადგილობრივ ლეიბლზე TOYSOP RECORDS-ზე გამოვიდა, ჩაწერეს თბილისში 2022 წლის ნოემბერში. აქ გელოდებათ ეფექტებით დატვირთული გიტარები, აშლილი სინთეზატორები, ელექტრონიკა, აწყვეტილი ჩასაბერები. თავისუფალი იმროვიზაციის, თავისუფალი როკის, თავისუფალი ჯაზის, თავისუფალი ყველაფრის, კოსმოსური ამბიენსის, ფსიქოდელიის ან უბრალოდ კარგი მუსიკის მოყვარული ნამდვილად ისიამოვნებს ამ ალბომით.

ჩაწერის დროს GRB3-ის შემადგენლობა იყო ასეთი:

ლევან ჯავახიშვილი - ელექტრო გიტარა, სინთეზატორი, ელექტრონიკა და კოსმოსური ვიბრაციები
გოგი ძოძუაშვილი - მეტი ელექტრო გიტარა, მეტი სინთეზატორი, მეტი ელექტრონიკა და კიდევ უფრო მეტი კოსმოსური ვიბრაციები
ავთო გიგინეიშვილი - სხვადასხვა ჩასაბერი
შალვა თევდორაძე - საერთოდ არაფერი

ფირფიტა დაბეჭდილია ინგლისში, ყდა კი თბილისში. ალბომი დანომრილია ხელით და გამოშვებულია მცირე 100-ცალიანი ტირაჟით, რისი დიდი ნაწილიც ჯგუფმა დაურიგა მეგობრებს.

Add to wantlist

1

But Where's My Family

5:36

2

Someone's Getting Married

9:16

3

Not Too High Now

7:02

4

Christ Ceramic, Like New

19:44