ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)
როდის დაარსდა Vodkast Records და რას წარმოადგენს ის?
Vodkast Records-ი, როგორც ფირფიტების მაღაზია და დამოუკიდებელი ლეიბლი, თბილისში 2015 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა.
Vodkast Records-ი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მაღაზია — ეს არის მუსიკალური პლატფორმა და არტისტების გაერთიანება, რომელიც მოიცავს:
4 მუსიკალურ ლეიბლს: Vodkast Records, Tbilisi Records, Phyzikal და Cigar Galaxy;
პოდკასტების სერიას - https://soundcloud.com/vodkast12
ღონისძიებებისა და ივენთების სერიას;
ადგილობრივ მუსიკალურ ქომიუნითის.
ორიგინალია თუ არა Vodakst Records-ში წარმოდგენილი ფირფიტები და რა მდგომარეობაშია (Grade) ისინი?
Vodakst Records-ში წარმოდგენილი ყველა ახალი ფირფიტა არის 100%-ით ორიგინალი, ოფიციალური რელიზი ან ოფიციალური ხელახალი გამოცემა (repress).
ჩვენს კატალოგში ასევე შეხვდებით მეორად (second-hand) ფირფიტებს. მეორადი ფირფიტების შემთხვევაში, თითოეული მათგანის მდგომარეობა საგულდაგულოდ მოწმდება ჩვენი გუნდის მიერ, ხოლო დეტალური შეფასება (Grade) მითითებულია პროდუქტის აღწერაში, ყიდვის/ფასის ღილაკზე.
როგორ ხდება ფირფიტების და აუდიოტექნიკის ადგილზე მიწოდება საქართველოში და რა არის მიწოდების ვადები და ღირებულება?
Vodakst Records-ი პროდუქციის მიწოდებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
მიწოდების პირობები და ვადები
თბილისი:
- 12:00-დან 20:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთები: მიწოდება ხორციელდება იმავე დღეს, 1–2 საათის განმავლობაში.
- შუადღის 12:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთები: მიწოდება დაიწყება მაღაზიის გახსნისთანავე (13:00 სთ-იდან) და გზავნილს მიიღებთ 14:00 საათიდან.
- 20:00 საათის შემდეგ გაფორმებული შეკვეთები: მიწოდება განხორციელდება მომდევნო დღეს, მაღაზიის გახსნისთანავე (13:00 სთ-იდან) და გზავნილს მიიღებთ 14:00 საათიდან.
რეგიონები: საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში გზავნილი ჩადის 1-2 სამუშაო დღეში.
მიწოდების საფასური: თბილისსა და რეგიონებში მიწოდების ღირებულებაა 200 ლარამდე შენაძენზე - 15 ლარი, 200 ლარის ზემოთ შენაძენზე - უფასო..
ყველა გზავნილი იფუთება სპეციალურ, დარტყმაგამძლე შეფუთვაში, რაც უზრუნველყოფს ფირფიტებისა და ტექნიკის უსაფრთხო ტრანსპორტირებას. შეკვეთის გაგზავნისთანავე მიიღებთ თრექინგ-კოდს გზავნილის გადასაადგილებლად თვალის მისადევნებლად.
ახორციელებთ თუ არა საერთაშორისო მიწოდებას (International Shipping) საზღვარგარეთ?
Vodkast Records-ი ახორციელებს საერთაშორისო მიწოდებას თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პარტნიორი: ტრანსპორტირება ხორციელდება ჩვენი საიმედო საერთაშორისო გადამზიდი პარტნიორის მეშვეობით.
ღირებულება: მიწოდების საფასური ინდივიდუალურია — ანგარიშდება ვებ-გვერდზე ავტომატურად, არჩეული ქვეყნისა და გზავნილის პარამეტრების მიხედვით.
სად მდებარეობენ Vodakst Records-ის ფიზიკური მაღაზიები და რა არის სამუშაო საათები?
Vodkast Records-ის ფიზიკური მაღაზიები და სამუშაო საათები:
თბილისი:
მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8 (ფაბრიკის ეზოში)
სამუშაო საათები: ყოველდღე, 13:00-დან 21:00 საათამდე
ბათუმი:
მისამართი: იაკობ გოგებაშვილის ქუჩა #10, ბათუმი
სამუშაო საათები: 13:00-დან 21:00 საათამდე.
გადახდის რა მეთოდებია ხელმისაწვდომი Vodakst Records-ის ონლაინ მაღაზიაში?
Vodkast Records-ის ონლაინ მაღაზიაში ანგარიშსწორება შესაძლებელია შემდეგი ხერხებით:
საბანკო ბარათით: გადახდა ნებისმიერი ქართული და საერთაშორისო Visa, Mastercard ან American Express ბარათით.
Apple Pay: სწრაფი და უსაფრთხო გადახდა Apple Pay-ს სისტემით.
თიბისი განაწილება: შენაძენის ღირებულების 4 თანაბარ ნაწილად გადანაწილება 4 თვეზე — 0%-იანი ეფექტური განაკვეთით, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე.
გადახდის რა მეთოდებია ხელმისაწვდომი Vodakst Records-ის ფიზიკურ მაღაზიებში?
Vodkast Records-ის ფიზიკურ მაღაზიებში ანგარიშსწორება შესაძლებელია შემდეგი ხერხებით:
ნაღდი ანგარიშსწორება: გადახდა ადგილზე, ნაღდი ფულით.
საბანკო ბარათით: გადახდა ნებისმიერი ქართული და საერთაშორისო Visa, Mastercard ან American Express ბარათით.
Apple Pay / Google Pay: სწრაფი და უსაფრთხო გადახდა POS-ტერმინალის მეშვეობით.
საქართველოს ბანკის „ნაწილ-ნაწილ“: შენაძენის ღირებულების გადანაწილება დამატებითი საკომისიოს გარეშე — ხელმისაწვდომია როგორც თბილისის, ისე ბათუმის მაღაზიაში.
თიბისი ბანკის „განაწილება“: შენაძენის ღირებულების 4 თვეზე გადანაწილება 0%-იანი ეფექტური განაკვეთით — ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისის მაღაზიაში.
თიბისი ბანკის სტანდარტული განვადება: სტანდარტული საბანკო განვადება სასურველი ვადითა და გრაფიკით.
რა ტიპის აუდიოტექნიკა (ფირსაკრავები, გამაძლიერებლები, დინამიკები) გაქვთ და მოქმედებს თუ არა მათზე გარანტია?
პასუხი: Vodkast Records-ში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის Hi-Fi აუდიოტექნიკა:
ფირსაკრავები (Turntables): Pro-Ject-ისა და სხვა წამყვანი ბრენდების მოდელები, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი აუდიოფილებისთვის.
აკუსტიკური სისტემები (სპიკერები): პასიური და აქტიური თაროს (Bookshelf) სპიკერები.
გამაძლიერებლები და ფონოკორექტორები (Phono Stages): ინტეგრირებული გამაძლიერებლები და სპეციალური ფონოკორექტორები სუ
ფთა ჟღერადობისთვის.
ყურსასმენები: მაღალი ხარისხის HiFi & DJ ყურსასმენები AIAIAI-სგან და მსოფლიოს სხვა წამყვანი ბრენდებისგან.
კარტრიჯები და სტაილუსები (ფირსაკრავის ნემსები): Ortofon-ის და სხვა წამყვანი მწარმოებლების შემცვლელი თავაკები და ნემსები.
აქსესუარები: კაბელები, ფირფიტების საწმენდი ჯაგრისები და მოვლის საშუალებები.
გარანტია:
ყველა ახალ აუდიოტექნიკასა და ფირსაკრავზე მოქმედებს ოფიციალური გარანტია. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ საგარანტიო მომსახურებას ან მოწყობილობის ჩანაცვლებას.
საგარანტიო ვადა:
Pro-Ject-ის ბრენდის საქონელზე - შეძენიდან 2 წლის მანძილზე;
AIAIAI-ის ბრენდის საქონელზე - შეძენიდან 1 წლის მანძილზე;
Kanto-ს ბრენდის საქონელზე - შეძენიდან 1 წლის მანძილზე.
Audio Pro-ს ბრენდის საქონელზე - შეძენითან 1 წლის მანძილზე
ვინილის ფირფიტებზე გატანტია არ ვრცელდება.
რა პირობებით არის შესაძლებელი პროდუქციის (ფირფიტის ან ტექნიკის) დაბრუნება ან გადაცვლა?
პროდუქციის დაბრუნების და გადაცვლის პირობები:
ფირფიტები: შეძენილი ფირფიტები დაბრუნებას ან გადაცვლას არ ექვემდებარება.
აუდიოტექნიკა: ტექნიკის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია შეძენიდან 14 კალენდარული დღის განავლობაში, თუ ნივთი არის თავდაპირველ მდგომარეობაში — გაუხსნელი, დაუზიანებელი ქარხნული შეფუთვით, ლუქითა და სრული კომპლექტაციით.
ქარხნული წუნი ტექნიკაზე: ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ტექნიკა ექვემდებარება უფასო შეცვლას ან საგარანტიო მომსახურებას შემოწმების შემდეგ.
იბარებთ თუ არა მეორად ფირფიტებს ან კოლექციებს კერძო პირებისგან?
დიახ, Vodkast Records-ი დაინტერესების შემთხვევაში იბარებს კერძო პირებისგან მეორად ფირფიტებსა და კოლექციებს 10 ან მეტი ერთეულის ოდენობით.
თუ გსურთ კოლექციის შეფასება და ჩაბარება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელექტრონული წერილი მისამართზე: vodkast.records@gmail.com
წერილში მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
ფირფიტების დასახელება და კონკრეტული გამოცემის Discogs-ის შესაბამისი ლინკი;
ფირფიტისა და კონვერტის/ყდის მდგომარეობა Discogs-ის სტანდარტის მიხედვით (Grading);
თქვენ მიერ მოთხოვნილი გასაყიდი ფასი თითოეულ ფირფიტაზე.
ჩვენი გუნდი განიხილავს მოწოდებულ სიას და დაგიკავშირდებათ.
როგორ ავარჩიო პირველი ფირსაკრავი და მასთან თავსებადი აუდიო სისტემა?
პირველი აუდიო სისტემის აწყობისას ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა — ოთახის აკუსტიკიდან და კომპონენტების თავსებადობიდან დაწყებული, მუსიკალური ჟანრებითა და ბიუჯეტით დამთავრებული.
თუ მოგვწერთ ან ჩვენს ფიზიკურ მაღაზიაში მოხვალთ, ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები ადგილზე დაგეხმარებიან და შეგარჩევინებენ საუკეთესო ვარიანტს თქვენი პრეფერენციებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.
გაქვთ თუ არა სასაჩუქრე ვაუჩერები და როგორ შემიძლია მათი გამოყენება ონლაინ ან ადგილზე?
Vodkast Records-ში ხელმისაწვდომია სასაჩუქრე ვაუჩერები, რომელთა შეძენაც შესაძლებელია ჩვენს ფიზიკურ მაღაზიებში.
ნომინალი: ვაუჩერის შეძენა შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თანხით.
გამოყენების პირობები: ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ.
მრავალჯერადობა: სასაჩუქრე ბარათზე არსებული ბალანსის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად, მასზე არსებული თანხის სრულ ამოწურვამდე.
რამდენად უსაფრთხოა ჩემი საბანკო ბარათის მონაცემების გამოყენება Vodkast Records-ის საიტზე?
Vodkast Records-ის საიტზე საბანკო ბარათის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.
პარტნიორი პროცესინგი: გადახდების უსაფრთხო გატარებას უზრუნველყოფს თიბისი ბანკის (TBC Bank) სანდო საგადახდო სისტემა — Flitt.
კონფიდენციალურობა: ტრანზაქცია ხორციელდება დაშიფრული პროტოკოლებით. Vodkast Records-ს არ აქვს წვდომა თქვენი საბანკო ბარათის სრულ მონაცემებზე და ისინი ჩვენს სერვერზე არ ინახება.
ყიდით თუ არა ფირფიტებს Discogs-ზე?
Vodkast Records-ი აქტიურად ყიდის ფირფიტებს Discogs-ის პლატფორმაზეც.
ჩვენი კატალოგისა და ხელმისაწვდომი რელიზების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ Vodkast Records-ის Discogs გვერდს - https://www.discogs.com/seller/vodkast.records/profile