×
ფირფიტა
აუდიო
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე – vodkast.ge. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ. კონფიდენციალობის პოლიტიკა გამოიყენება მაშინ, როცა თქვენ ეწვევით ან დაათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდს, რაიმე პროდუქტის შეძენის გარეშე, როდესაც დარეგისტრირდებით vodkast.ge-ზე და როდესაც თქვენ გამოიყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს რაიმე პროდუქტის შესაძენად. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ ზოგადი წესები და პირობები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას როგორც კონფიდენციალობის, ასევე, სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ. ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ გაიგოთ თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი და ყოველი ხელმისაწვდომობისას და გამოყენებისას ივარაუდება, რომ ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა წაკითხული, გაგებული და მიღებულია თქვენ მიერ.

    ვებ-გვერდს vodkast.ge მართავს შპსვოდკასტ“ (ვოდკასტ). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული მისამართი: საქართველო, დაბა წყნეთი, სოხუმის 5, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და საგადასახადო კოდი 404484116.

    1. ჩვენი პოლიტიკა

    ვოდკასტი პატივს სცემს თქვენს უფლებას, იყოთ ინფორმირებულები შეგროვებასა და სხვა მოქმედებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მონაცემების გამოყენებისას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას, გამოიყენება აუცილებლობის პრინციპი. მაშასადამე, თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება დაცული იქნება გონივრულ მინიმუმამდე და ამ მონაცემების გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება.

    ჩვენ არ მოვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მაშინ როცა მომსახურების მიწოდება შესაძლებელია ანონიმური მონაცემებით (როგორიცაა მარკეტინგული კვლევები, რომლებიც ახდენენ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას) ან სხვა საშუალებებით, რომლებიც აძლევს ვოდკასტს თქვენი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, გარდა იმისა როცა ეს არის მკაცრად აუცილებელი ან კომპეტენტური საჯარო ხელისუფლების ან პოლიციის მოთხოვნა (მაგალითად, მონაცემთა ტრაფიკისა და IP მისამართის შემთხვევაში).

    2. პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები