By continuing your navigation on this website, you accept the use of cookies for statistical purposes.

Giya Kancheli - Music For Stage & Screen (Vol. 1) | Tbilisi Records (TBIL002) - main
Giya Kancheli - Music For Stage & Screen (Vol. 1) | Tbilisi Records (TBIL002) - 1Giya Kancheli - Music For Stage & Screen (Vol. 1) | Tbilisi Records (TBIL002) - 2Giya Kancheli - Music For Stage & Screen (Vol. 1) | Tbilisi Records (TBIL002) - 3

Giya Kancheli

Music For Stage & Screen (Vol. 1)


ფირფიტის გამოსვლის თარიღებია:
მაღაზიაში Vodkast Records - 2026 წლის 2 ივნისი

მსოფლიოს მაღაზიებში - 2026 წლის 9 ივნისი

ფირფიტები იყიდება წინასწარი შეკვეთით (preorder), მხოლოდ ონლაინ. გამოცემის წინასწარ შეძენის შემთხვევაში, ფირფიტას მიიღებთ/მაღაზიიდან გაიტანთ 2026 წლის 25 მაისს.

_____

Tbilisi Records წარმოგიდგენთ პირველ, ორ ფირფიტიან გამოცემას სერიიდან: Giya Kancheli - Music For Stage & Screen (გია ყანჩელი – მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის).

გია ყანჩელი (1935-2019) XX საუკუნის უდიდესი ქართველი კომპოზიტორია. მან შექმნა ცნობილი სიმფონიური და კამერული ნაწარმოებები, თუმცა, ამავდროულად, საკუთარი კომპოზიციებით სიღრმე და სილამაზე შემატა ქართულ თეატრსა და კინოს. რეჟისორებთან, სცენარისტებთან, დრამატურგებთან და დირიჟორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ყანჩელმა ხელი შეუწყო საქართველოს მრავალფეროვანი, მულტიდისციპლინური შემოქმედებითი იდენტობის ფორმირებას.

Giya Kancheli - Music For Stage & Screen VOL. 1 პირველი გამოცემაა სერიიდან და მოიცავს ავტორის ადრეულ ნამუშევრებს: მუსიკას სპექტაკლებისთვის „ხანუმა“ (1968) და „ჩალის ქუდი“ (1966) და კომპოზიტორის ერთ-ერთ პირველ საუნდტრეკს ფილმისთვის „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968).

ამ ფირფიტებში შესულია როგორც საარქივო ჩანაწერები და მანამდე გამოუქვეყნებელი ტრეკები, ასევე ყველასათვის ნაცნობი კომპოზიციების ალტერნატიული ვერსიები, რომლებიც მსმენელისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი. კომპოზიტორის კარიერის ადრეული პერიოდის ეს ნიმუშები წარმოაჩენს მის უკვე ჩამოყალიბებულ სტილს და საფუძველს ქმნის მისი გვიანდელი ნამუშევრებისა და შემოქმედებითი ევოლუციის შესაფასებლად. „Giya Kancheli - Music For Stage & Screen“ ასევე ხაზს უსვამს გია ყანჩელის განსაკუთრებულ უნარს კოლაბორაციისა, რაც მას საკვანძო ფიგურად აქცევს იმ ხელოვანთა შორის, რომლებმაც განსაზღვრეს საქართველოს შემოქმედებითი ისტორია.

ნახატი გარეკანზე: რევაზ გაბრიაძე

დიზაინი: სანდრო თავართქილაძე

ტექსტი: ბენ ვილერი (გამოყენებულია მასალები ნატალია ზეიფასის წიგნიდან “Pesnopenie“, 1991)

ფოტოები: კომპოზიტორის ოჯახის პირადი არქივიდან


ლეიბლი დიდ მადლობას უხდის გია ყანჩელის ოჯახს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ გამოცემის შექმნაში – მუსიკოსებსა და ფოტოგრაფებს, რომელთა სახელებიც, შესაძლოა, დროთა განმავლობაში დაიკარგა, თუმცა მათი შემოქმედება მუდმივად იცოცხლობს მუსიკასა და შემორჩენილ ფოტოებში.

170₾
Add to basket
Pre order item Available Jun 2, 2026

*Taxes included, shipping price excluded

Add to wantlist

A1

Overture

01:04

A2

Where Do You Go

04:20

A3

Flirting with Khanuma

01:48

A4

Longing (slow)

03:59

A5

Longing (fast)

03:00

A6

Sulphur Bath

04:30

A7

Jazzy Waltz

03:18

A8

Cadence

03:00

B1

Main Theme (opening)

01:22

B2

Woodwinds (part 1)

00:34

B3

Woodwinds (part 2)

00:57

B4

Bridegroom Riding Homewards

01:04

B5

Bridesmaid

02:42

B6

Guests Arriving

00:52

B7

A Clash

00:58

B8

Bossa Nova

01:47

B9

Battle March

01:05

B10

Main Theme (piano lead)

01:27

B11

Main Theme (swinging and swaying)

00:53

B12

Dance

0:25

B13

Happy End

01:46

C1

March

02:59

C2

Main Theme

03:23

C3

Taia Taia Jam

01:23

C4

Lyrical Line

01:55

C5

Dog Mating

01:30

C6

Tranquility

02:31

C7

March (pizzicato)

01:08

C8

Main Theme (intermezzo)

00:59

D1

Classmates

02:20

D2

Lyrical Line (alternative take)

01:57

D3

Main Theme (uptempo take)

01:59

D4

Lyrical Line (piano lead)

01:55

D5

Lyrical Line (uptempo take)

01:00

D6

Cooking Jam

05:03

D7

March (alternative take)

2:14