By continuing your navigation on this website, you accept the use of cookies for statistical purposes.

Kordz  &  Tamriko Kordzaia - Find Me | Prrrrrrr Records () - main
Kordz  &  Tamriko Kordzaia - Find Me | Prrrrrrr Records () - 1Kordz  &  Tamriko Kordzaia - Find Me | Prrrrrrr Records () - 2

kordz-ის და თამრიკო კორძაიას საერთო ალბომი ვინილის ფირფიტაზე!

მუსიკა არარსებული ფილმისთვის.

ალბომი ეძღვნება მანანა კორძაიას

ჩვენ მუდამ ვეძებთ — საკუთარ თავს, სხვებს, ან ვიღაც სხვა გვეძებს ჩვენ... მუსიკაც ეძებს — მათ, ვინც მას უკრავს და უსმენს... და აი, ჩვენც ვიპოვეთ ერთმანეთი, მაშინაც კი, როდესაც კავშირები უკვე არსებობს.

ეს ალბომი ჩაიწერა 2025 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას: ალექსანდრეს ბინაში თბილისში, ციურიხში, მეგობრის სტუდიაში და Klangwelt Toggenburg-ში. მე და ალექსანდრე, რომლებიც ერთსა და იმავე გვარს ვატარებთ, ვუკრავთ ყველა სახის კლავიშიან ინსტრუმენტზე – ფორტეპიანოზე, ჰარმონიუმზე, სინთეზატორებზე. ხანდახან შემოგვიერთდებიან ხოლმე ალექსანდრე, ელენე და ტოგენბურგის სტუდიის გვერდით მდებარე ხიდან უცნობი ჩიტებიც კი. პიესების უმეტესობას ვუკრავ ძველ, „ბეხშტეინის“ როიალზე, რომელიც პირველივე ჩაწერის შემდეგ საკმაოდ აწყობიდან გასული და გაცვეთილი იყო. თუმცა ეს პროცესის ნაწილია: ეს ჟღერადობა მახსენებს იმას, თუ როგორ გესმის ხოლმე თბილისის ქუჩებში ღია ფანჯრიდან ძველ ფორტეპიანოზე დაკვრის ხმა. ესეც ჩვენი „ფილმის“ ნაწილია.

ეს კომპოზიციები შეიქმნა ფილმისთვის, რომელსაც ან არ სურდა ისინი, ან საერთოდ არ გადაღებულა... სრულიად სპონტანურად და ბევრი ფიქრის გარეშე გაჩნდა იდეა, რომ ეს მუსიკა სხვაგვარად წარმოგვეჩინა. სწორედ ამიტომ, ამ ალბომს შეიძლება დარქმეოდა „საუნდტრეკი არარსებული ფილმისთვის“. თუმცა, სათაური „იპოვე მე“ უკეთ გამოხატავს იმას, რაც მნიშვნელოვანია ამ მუსიკაში. ამიტომაც არის ის უფრო ლამაზი სათაური.

ყველა კომპოზიციის ავტორია ალექსანდრე კორძაია, ჩემი, თამრიკო კორძაიას, მცირე იდეებისა თუ ჩარევების თანხლებით.

ძალიან გვიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს ერთად ვმუშაობდით. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დაგვიკრავს ერთად, ორკაციანი შემადგენლობით არასდროს არაფერი ჩაგვიწერია და არც დიდ პროექტზე გვიმუშავია. ამიტომ, ალექსანდრე ჩამოფრინდა ციურიხში და გზად ვიდეოდღიურის (ვლოგის) ჩაწერა დაიწყო. პირველი დღის ვიდეო YouTube-ზე ავტვირთეთ, თუმცა დანარჩენი მასალა ჩაიწერა, მაგრამ არ გამოქვეყნებულა. ამ პროექტზე მუშაობისას გაოგნებულები დავრჩით საქართველოში განვითარებული პოლიტიკური და სოციალური მოვლენებით: პროტესტით, დემონსტრაციებითა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გამოყენებული ძალადობით. ხშირად ვისხედით სევდიანები, მაშინ როდესაც ციურიხში ცხოვრება ჩვეული ტემპით გრძელდებოდა. ეს უცნაური განცდა იყო.

ჩემთვის საქართველოში გამართული საპროტესტო მოძრაობის კადრები ამ მუსიკის ნაწილია და, შესაბამისად, ისინი იმ ფილმსაც ეკუთვნიან, რომელშიც ამ პიესებმა ახლა, უცნაური გზით, თავისი ადგილი იპოვეს.

მე და ალექსი ხშირად ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე — ხან მშვიდად, ხანაც მოუსვენრად. არსებობს კითხვა, რომელზეც, ალბათ, პასუხს ვერასდროს გავცემ: როგორი ვიქნებოდი, 1997 წელს სამშობლოში, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი? ალექსის შემთხვევაში, რომელიც შვეიცარიაში გატარებული 20 წლის შემდეგ კვლავ ჩვენს მშობლიურ ქალაქში, თბილისში ცხოვრობს, ეს კითხვა კიდევ უფრო რთულია, ან სულ სხვაგვარად კომპლექსური.

შეიძლება იკითხოთ: რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მუსიკასთან? შემიძლია ვცადო პასუხის გაცემა, მაგრამ ვფიქრობ, მუსიკა თავად გააკეთებს ამას საკუთარი ენით. ცალკეული ნაწარმოებების სათაურებიც კი მიგვანიშნებენ შესაძლო ნარატივებზე: „საოჯახო სიყვარული“ (Family Love), „13 წელი“ (13 Years), ან ალბომის მთავარი კომპოზიცია „იპოვე მე“ (Find Me). თავად პიესებს დაჰყვება საბჭოთა კინომუსიკის ესთეტიკის უცნაური ნოსტალგია — მუსიკა ფილმებიდან, რომლებიც ახლა მხოლოდ საუნდტრეკებად ახსოვთ. მუსიკის ნოსტალგიურ განწყობას ქმნის კლასიკური და ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის სინთეზი. ის გადის ზღვარზე გულწრფელსა და მარტივს, ბანალურსა და ამაღელვებელს შორის.

GEL 110.00
Add to basket

*Taxes included, shipping price excluded

1

13 Years

2

Ending Pad

3

Family Love Part 1

4

Petite Walz

5

Family Love Part 2

6

Meine Freunde

7

Find Me

8

Very Sad Melody

9

Schubert March

10

Melancholic Theme

11

Rising Melody

12

Creepy Theme